ამ ტრენინგით შევიძინეთ მეტად საინტერესო უნარი ,,პროექტებით სწავლება", რაც გამოგვადგება ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში.
დიდი მადლობა ბატონ გიორგი ცინცაძეს მეტად საინტერესო ტრენინგისათვის.
პროექტზე მუშაობა დასრულდა
ჯგუფმა შეასრულა და აითვისა პროექტით გათვალისწინებული ყველა საკითხი.
დავასრულეთ პროექტის გეგმა და შევქმენით პრეზენტაციის ფაილები.
დღეს გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. ამისთვის მოვიძიეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, ჩავსვით იგი ჩვენი პროექტის გეგმაში.
ჩვენი პროექტისათვის შევადგინეთ სამი დონის კითხვები, რისთვისაც შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების მასალები .
გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას.
გავეცანით ინტელის პროგრამისს კურსს ,,პროექტებით სწავლება". განვიხილეთ სხვადასხვა პროექტებია ნიმუშები. გავხსენით ელ. ფოსტა და საკუთარი ბლოგი. შევქმენით საკუთარი პორტფოლიოები, ავითვისეთ ინტერნეტიდან ფაილების ჩამოტვირთვა, ვიმუშავეთ და ვიმსჯელეთ მომავალი პროექტების თემის არჩევაზე.